კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი
IT & DEVELOPMENT
მაღალი მოთხოვნა მოთხოვნა
1500 - 8000 ₾ +
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი
ვინ არის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი?
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი არის ადამიანი, რომელიც იცავს კომპანიის ციფრულ ინფრასტრუქტურას ჰაკერების, ვირუსების, მავნე პროგრამების და სხვა კიბერ საფრთხეებისგან. ის აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ორგანიზაციის მონაცემები, ქსელები და სისტემები დაცული იყოს გარე და შიდა საფრთხეებისგან.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი პასუხისმგებელია შეიმუშავოს უსაფრთხოების პოლიტიკა, დააკვირდეს სისტემების უსაფრთხოებას, დროულად აღმოაჩინოს სუსტი წერტილები და თავიდან აიცილოს ინციდენტები. ის ატარებს რეგულარულ ანალიზს, იყენებს სპეციალურ პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმს საფრთხეების გამოსავლენად, ამასთან ატარებს ტრენინგებს პარტნიორებთან, რათა შეამციროს გამოუცდელობით გამოწვეული შეცდომების რაოდენობა.
რაც მთავარია, სპეციალისტს ხშირად უწევს რეაგირება კიბერინციდენტებზე, აგროვებს მტკიცებულებებს და ეხმარება გამოძიებას, რათა განსაზღვროს თავდასხმის წყარო და მასშტაბი. გარდა ამისა, ის მუდმივად ეცნობა ახლებურ თავდაცვით მექანიზმებს, რათა წინასწარ იყოს მომზადებული შესაძლო თავდასხმებისთვის.
რას აკეთებს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი?
-
უზრუნველყოფს კომპანიის IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას
-
შეიმუშავებს უსაფრთხოების პოლიტიკას და პროცედურებს
-
კიბერ საფრთხეების გამოვლენისთვის ამოწმებს ქსელს, სერვერებს და მონაცემთა ბაზებს
-
ანალიზებს და ასწორებს უსაფრთხოების ხარვეზებს
-
ტესტავს სისტემებსა და ქსელებს (Penetration Testing)
-
უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოების კანონმდებლობასთან შესაბამისობას
-
თანამშრომლებისთვის ატარებს ტრენინგების უსაფრთხოების შესახებ
მართვას და რეაგირებს კიბერ ინციდენტებზე
რა ცოდნას და უნარებს უნდა ფლობდე წარმატებისთვის?
რბილი უნარები:
-
კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
-
პრობლემების გადაწყვეტის უნარი
-
დეტალებზე ორიენტირებულობა
-
ძლიერი კომუნიკაციის უნარი
-
დროის მართვა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
ტექნიკური უნარები:
-
ქსელებისა და სისტემების ძირითადი ცოდნა (TCP/IP, DNS, VPN, Firewall)
-
უსაფრთხოების მონიტორინგის ინსტრუმენტების გამოყენება (SIEM, IDS/IPS)
-
სისტემების უსაფრთხოების ტესტირების უნარები (Penetration Testing, Vulnerability Assessment)
-
კრიპტოგრაფიის საფუძვლების ცოდნა
-
პროგრამირების ან სკრიპტინგის უნარები (Python, Bash, PowerShell)
-
ISO 27001 და GDPR-ის საფუძვლების ცოდნა

