აღმოაჩინე შენი პროფესია
პროფესიის არჩევა არც ისე მარტივი პროცესია განსაკუთრებით მაშინ, როცა გარშემო უამრავი ინფორმაციაა და ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, პროფესიების არჩევანი კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება.
ინფორმაცია, რომელსაც პროფესიების შესახებ იღებ, ხშირად გაფანტულია სხვადასხვა პლატფორმაზე, ასევე, ზოგადია და არ ერგება შენს პირად ინტერესებს ან შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ, შევქმენით ქვიზი, რომელიც აანალიზებს შენს ინტერესებს, უნარებს და სამუშაო სტილს. ჩვენ გისვამთ კითხვებს, რომ გავიგოთ:
- რა გიზიდავს
- რა გამოგდის კარგად
- რა გიქმნის კომფორტს
შენი პასუხები მუშავდება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმით, რომელიც უამრავ მონაცემსა და კარიერულ პროფილზეა დაფუძნებული. ეს უზრუნველყოფს, რომ მიღებული რეკომენდაცია იყოს მაქსიმალურად ზუსტი და შენზე მორგებული.
ქვიზის შესავსებად დაგჭირდება 3–5 წუთი. დასრულებისთანავე გაიგებ, რომელი სფეროა თანხვედრაში შენს ინტერესებთან და უნარებთან ყველაზე მეტად და რატომ.
შემდეგ, კი გაეცნობი შენთვის შესაფერისი პროფესიების ჩამონათვალს, რომელიც შეესაბამება იმ სამუშაო გარემოს, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობ და გაიგებ, როგორ არის ესა თუ ის მათგანი დაკავშირებული შენს შესაძლებლობებთან.