ჩვენ შესახებ
“პროფესია” სმარტ აკადემიის ნოვატორული პროექტია. უკვე 7 წელია, რაც აკადემია წამყვან პოზიციას იკავებს არაფორმალური განათლების სფეროში და ქმნის რეალურ შესაძლებლობებს კურსდამთავრებულებისთვის - დასაქმდნენ თანამედროვე, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე.
თუმცა, პროფესიის არჩევა არც ისე მარტივია. სწორედ ამიტომ, შევქმენით ვებპლატფორმა, რომელიც დაგეხმარება გაიკვლიო გზა ლაბირინთივით დაქსაქსულ პროფესიების სამყაროში და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც წარმატებას მოგიტანს.
აბიტურიენტი ხარ და მომავალს გეგმავ? ან იქნებ განათლების გზაზე დაბრუნება გსურს და სტუდენტური დღეები გენატრება? ყველა შემთხვევაში, „პროფესია“ ხელს შეგიწყობს — აღმოაჩინო საკუთარი თავი.
ჩვენი ხედვა
პროფესიის არჩევა არც ისე მარტივი პროცესია — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინფორმაცია ბევრია და ნაკლებად არის მორგებული შენს ინდივიდუალურ ინტერესებზე. სწორედ ამიტომ შევქმენით „პროფესია“ — პლატფორმა, რომელიც გაძლევს ინსტრუმენტებს შენთვის შესაფერისი პროფესიის საპოვნელად.
ჩვენ ვაერთიანებთ ინფორმაციას მიმართულებების, უნარებისა და მოთხოვნადი პოზიციების შესახებ. გთავაზობთ ფილტრებს, ქვიზს და გზამკვლევებს, რომლებიც დაგეხმარება შენს ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილების მიღებაში.
„პროფესია“ შენი მეგზურია იმ გზაზე, რომელიც არჩევანით იწყება და გრძელდება რეალური შესაძლებლობებით.
მზად ხარ აღმოაჩინო შენი მომავლის პროფესია?