შიდა კომუნიკაციების სპეციალისტი
მარკეტინგი
მაღალი მოთხოვნა მოთხოვნა
1500 - 6000 ₾ +
შიდა კომუნიკაციების სპეციალისტი
ვინ არის შიდა კომუნიკაციების სპეციალისტი?
შიდა კომუნიკაციების სპეციალისტი არის პროფესიონალი, რომელიც იმუშავებს სტრატეგიებს, რათა თანამშრომლებთან კომუნიკაცია იყოს თანმიმდევრული, ეფექტური და გამჭვირვალე. ის პასუხისმგებელია კომპანიაში ყველა თანამშრომელმა მიიღოს საჭირო ინფორმაცია დროულად, იქნება ეს სტრატეგიული ცვლილება, ახალი პროექტის დაწყება, კომპანიის წარმატება თუ სხვადასხვა შიდა ღონისძიებები.
შიდა კომუნიკაციების სპეციალისტი მუშაობს მენეჯმენტთან და HR დეპარტამენტთან ერთად, რათა შეიქმნას ძლიერი კორპორატიული კულტურა, რომელიც თანამშრომლებს უქმნის ერთიანობის განცდას.
თანამედროვე ორგანიზაციებში ხშირია დისტანციური ან ჰიბრიდული მუშაობა, ამიტომ შიდა კომუნიკაციების სპეციალისტის როლი კიდევ უფრო გადამწყვეტი ხდება. სწორედ ის უზრუნველყოფს ყველა თანამშრომლის ჩართულობას მუშაობის პროცესში, გააზრებული მიზნებითა და საერთო ღირებულებებით.
რას აკეთებს შიდა კომუნიკაციების სპეციალისტი?
-
ქმნის და ახორციელებს შიდა კომუნიკაციების სტრატეგიას
-
აიდენტიფიცირებს და მართავს ინფორმაციის ეფექტური მიწოდების არხებს
-
თანამშრომლებს აცნობს ახალ პროექტებს და უზიარებს ინიციატივებს
-
ამაზადებს შიდა ბიულეტენებს, ელფოსტის კამპანიებსა და საინფორმაციო მასალებს
-
მართავს თანამშრომელთა უკუკავშირის სისტემებს
-
აორგანიზებს შიდა ღონისძიებებს
-
თანამშრომლობს ხელმძღვანელობასთან, შიდა კომუნიკაციის საკითხების გასაუმჯობესებლად
-
ანალიზებს.შიდა კომუნიკაციების შედეგების
რა ცოდნას და უნარებს უნდა ფლობდე წარმატებისთვის?
რბილი უნარები:
-
ეფექტური კომუნიკაცია;
-
აქტიური მოსმენა და ემპათია;
-
მენეჯმენტის და ლიდერობის უნარები;
-
კრიტიკული აზროვნება;
-
გუნდური მუშაობა და კონფლიქტების მართვა.
ტექნიკური უნარები:
-
შიდა კომუნიკაციის პლატფორმების მართვა (Slack, Microsoft Teams, SharePoint)
-
ვებ-კონფერენციების და ონლაინ შეხვედრების ინსტრუმენტების ცოდნა(Zoom, Microsoft Teams)
-
ინფორმაციის ანალიზის ინსტრუმენტების ფლობა (Google Analytics, SurveyMonkey)
-
შიდა მარკეტინგული მასალების შექმნის უნარი (PowerPoint, Canva)


