Front-End დეველოპერი
IT & DEVELOPMENT
მაღალი მოთხოვნა მოთხოვნა
500 - 6000 ₾ +
Front-End დეველოპერი
ვინ არის Front-End დეველოპერი?
წარმოიდგინე ვებსაიტი, რომელიც არამხოლოდ ლამაზად გამოიყურება, არამედ მუშაობს ზუსტად ისე, როგორც უნდა მუშაობდეს - სწრაფად, ინტუიციურად და ყველა მოწყობილობაზე. სწორედ ამ ყველაფრის უკან დგას Front-End დეველოპერი - ის ქმნის ვებსაიტის იმ მხარეს, რასაც მომხმარებელი ხედავს და იყენებს.
ეს პროფესია აერთიანებს დიზაინის და ტექნიკურ უნარებს. შენ, დიზაინერთან ერთად, აყალიბებ ვიზუალურ სტრუქტურას, ამატებ ინტერაქტიულ ფუნქციებს და ზრუნავ იმაზე, რომ ვებსაიტი მუშაობდეს შეუფერხებლად ყველა ბრაუზერზე და ყველა ზომის ეკრანზე.
თუ გიყვარს ლოგიკური ამოცანების გადაჭრა, შეგიძლია ტექნიკური დეტალების და ვიზუალური ელემენტების შეთავსება და გსურს შენი კოდი რეალურ პროდუქტად აქციო - Front-End დეველოპმენტი შეიძლება სწორედ ის იყოს, სადაც შენს უნარებს საუკეთესოდ გამოიყენებ.
რა ცოდნას და უნარებს უნდა ფლობდე წარმატებისთვის?
რბილი უნარები:
-
კრიტიკული და კრეატიული აზროვნება
-
დეტალებზე ორიენტირებულობა
-
პრობლემების გადაჭრის უნარი
-
ეფექტური კომუნიკაცია გუნდთან და დიზაინერებთან
-
დროის მართვა და ორგანიზებულობა
ტექნიკური უნარები:
-
HTML, CSS, JavaScript
-
React.js, Vue.js ან Angular
-
Git და GitHub
-
Webpack, Vite, npm
-
CSS პრეპროცესორები: Sass ან LESS
-
UX/UI პრინციპების ცოდნა
-
API ინტეგრაციის საფუძვლები
ტესტირების ხელსაწყოები: Jest, Cypress



