სოციალური მედიის მენეჯერი
მარკეტინგი
მაღალი მოთხოვნა მოთხოვნა
500 - 2500 ₾ +
სოციალური მედიის მენეჯერი
ვინ არის სოციალური მედია მენეჯერი?
სოციალური მედია მენეჯერი არის პროფესიონალი, რომელიც პასუხისმგებელია ბრენდის ან ორგანიზაციის სოციალური ქსელების მართვაზე და განვითარებაზე. მისი ძირითადი ფუნქციაა შექმნას ეფექტური სოციალური მედია სტრატეგია, რაც მოიცავს კონტენტის დაგეგმვას, მართვას და გამოქვეყნებას. მას ევალება აქტიური კომუნიკაცია აუდიტორიასთან, ბრენდისა და მომხმარებელთა მოთხოვნებს შორის ოქროს შუალედის პოვნა.
მისი სამუშაო ასევე მოიცავს სოციალურ ქსელებში რეკლამირების ორგანიზებას, შედეგების მონიტორინგს და ანალიზს. სოციალური მედია მენეჯერი მუდმივად აკვირდება ტენდენციებს, კონკურენტების აქტივობებს და აუდიტორიის ინტერესებს, რათა დროულად განაახლოს უკვე შემუშავებული სტრატეგია.
ამ სფეროში წარმატებისთვის საჭიროა კრეატიულობა, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარები ქონა.
რას აკეთებს სოციალური მედია მენეჯერი?
-
მართავს სოციალურ მედია პლატფორმებს: Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn, Youtube და სხვ.
-
წერს პოსტების ტექსტებს
-
გრაფიკულ დიზაინერთან ან ფოტოგრაფ/ვიდეოგრაფთან ერთად გეგმავს, ქმნის და განთავსებს კონტენტს
-
აანალიზებს პოსტების და კამპანიების ეფექტურობას მეტრიკების, ჩართულობის მაჩვენებლების მიხედვით
-
აანალიზებს და მისდევს ტრენდებს, ასევე მუშაობს ახალ იდეებზე
-
შეიმუშავებს მომხმარებლებთან ურთიერთობის სტანდარტებს
-
გეგმავს, მართავს და აკონტროლებს სოც. მედია რეკლამებსა და კამპანიებს
რა ცოდნას და უნარებს უნდა ფლობდე წარმატებისთვის?
რბილი უნარები:
-
კომუნიკაციის უნარები
-
კრეატიულობა და ინოვაციური აზროვნება
-
დროის მართვის უნარი
-
ანალიტიკური და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა
ტექნიკური უნარები:
-
სოციალური მედიის პლატფორმების ცოდნა (Facebook, Instagram, TikTok და ა.შ)
-
სოც. მედია პლატფორმების სამართავი ხელსაწყოების ფლობა (Meta Business Manager, Meta Business Suite, TikTok Business Center)
-
სარეკლამო პლატფორმების მართვა (Meta Ads Manager, TikTok Ad Manager)|
-
ანალიტიკის ინსტრუმენტების გამოყენება (Meta Business Insights, Ads Reporting, Meta Pixel & Events Manager)



