SEO სპეციალისტი

Share.svg
გაუზიარე პროფესია სხვას

გაუზიარე მეგობრებს

მარკეტინგი

მაღალი მოთხოვნა მოთხოვნა

800 - 3000 ₾ +

SEO სპეციალისტი

SEO სპეციალისტი

ვინ არის SEO სპეციალისტი?

წარმოიდგინე პროფესია, რომელიც მომხმარებლის პროდუქტს ან სერვისს აჩვენებს სწორედ მაშინ, როდესაც ის მას ეძებს. SEO სპეციალისტი ზუსტად ამ პროცესის არქიტექტორია - ის ზრუნავს, რომ ვებ-გვერდი გამოჩნდეს საძიებო სისტემებში (Google, Bing) მაქსიმალურად მაღლა, ორგანულად და ეფექტურად.

ეს პროფესია აერთიანებს ტექნიკურ დეტალებსა და მომხმარებლის ქცევის ანალიზს. შენ სწავლობ, როგორ ფიქრობენ ადამიანები ძიების დროს, როგორ მუშაობს ალგორითმი და როგორ აქციო შინაარსი ისეთად, რომ ის აღმოჩნდეს ზუსტად იქ, სადაც გინდა - პირველ გვერდზე.

თუ გიზიდავს მონაცემების ანალიზი, შინაარსთან მუშაობა და შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიები, SEO შეიძლება შენი გზა იყოს ციფრულ სამყაროში.

 

რას აკეთებს SEO სპეციალისტი?

  • ახორციელებს ვებსაიტის ტექნიკურ ოპტიმიზაციას
     

  • იკვლევს საკვანძო სიტყვებს და ქმნის შესაბამის კონტენტს
     

  • განსაზღვრავსშიდა და გარე ბმულების სტრუქტურას
     

  • იყენებს SEO ანალიტიკის ინსტრუმენტებს (Google Analytics, Search Console)
     

  • ავითარებს და ახორციელებს კონტენტის სტრატეგიას
     

  • აანალიზებს კონკურენტებს და ამუშავებს სტრატეგიულ პასუხებს
     

  • ახდენს საიტის მობილურ ოპტიმიზაციას და სიჩქარის გაუმჯობესებას
     

  • ამზადებს რეპორტებს და აფასებს შედეგებს

SEO სპეციალისტი - soft

რა ცოდნას და უნარებს უნდა ფლობდე წარმატებისთვის?

რბილი უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება
     

  • დეტალებზე ორიენტირებულობა
     

  • პრობლემების გადაჭრის უნარი
     

  • დროის ეფექტიანი მართვა
     

  • ტექნიკურ გუნდებთან კომუნიკაციის უნარი

ტექნიკური უნარები:

  • SEO ინსტრუმენტების ფლობა (Ahrefs, SEMrush, Ubersuggest და სხვ.)
     

  • HTML, CSS და JavaScript-ის საბაზისო ცოდნა
     

  • WordPress და სხვა CMS-ების გამოყენება
     

  • Google Analytics და Search Console
     

  • საკვანძო სიტყვების კვლევის ტექნიკა
     

  • მობილური და ტექნიკური SEO
     

UX/UI პრინციპების ცოდნა

SEO სპეციალისტი - Tech
როგორ დავიწყოთ?
გაიარე კურსები და დაეუფლე საფუძვლებს (Google-ისა და სხვა პლატფორმების სერტიფიკატები)
დაიწყე პრაქტიკა საკუთარი ან მცირე ბიზნესის საიტებზე - გამოიყენე უფასო ინსტრუმენტები და ეტაპობრივად ააგე პორტფოლიო
სცადე ფრილანს პლატფორმებზე მუშაობა ან სტაჟირება SEO სააგენტოში
შენთვის საინტერესო კურსები