ციფრული მარკეტერი

Share.svg
გაუზიარე პროფესია სხვას

გაუზიარე მეგობრებს

მარკეტინგი

მაღალი მოთხოვნა მოთხოვნა

500 - 4000 ₾ +

ციფრული მარკეტერი

ციფრული მარკეტერი

ვინ არის ციფრული მარკეტერი?

ციფრული მარკეტერი არის პროფესიონალი, რომელიც პასუხისმგებელია ბრენდის ან კომპანიის ონლაინ სივრცეში პოზიციონირებაზე, ციფრული არხების გამოყენებით. მისი მთავარი ამოცანაა დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი სტრატეგიები, რომლებიც მიზნად ისახავს აუდიტორიის მიზანმიმართულ მოზიდვას, ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდას.

ის იყენებს სხვადასხვა ციფრულ ინსტრუმენტებსა და პლატფორმებს, მათ შორის სოციალურ მედიას, Google Ads-ს, SEO-ს, ელფოსტით მარკეტინგს, კონტენტ მარკეტინგს და ანალიტიკას - რათა შექმნას კამპანიები, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველია, არამედ მონაცემებზე დაფუძნებული შედეგებით იმართება.

ციფრული მარკეტერის წარმატება დამოკიდებულია მის უნარზე გააანალიზოს მომხმარებლის ქცევა, მუდმივად შეისწავლოს ციფრული ტენდენციები და ფეხი აუწყოს ცვალებად ბაზარზე. რას აკეთებს ციფრული მარკეტერი?

  • ქმნის და ახორციელებს ციფრულ მარკეტინგულ სტრატეგიებს 

  • გეგმავს და მართავს სარეკლამო კამპანიებს (Google Ads, Meta Ads და სხვა).

  • ევალება SEO და SEM ოპტიმიზაცია.

  • მართავს სოც. მედია არხებს და ეწევა ანალიტიკის მონიტორინგს.

  • აანალიზებს მონაცემებს და ქმნის რეპორტებს.

  • იკვლევს ციფრულ არხებს შორის კონკურენციას და ამოწმებს ტენდენციებს.

  • ამოწმებს და აფუძნებს ახალ მარკეტინგულ ინსტრუმენტებსა და პლატფორმებს.

ციფრული მარკეტერი - soft

რა ცოდნას და უნარებს უნდა ფლობდე წარმატებისთვის? 

რბილი უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება

  • მონაცემთა ინტერპრეტაცია

  • გუნდური მუშაობა

  • კრეატიულობა 

  • პრობლემის გადაჭრა

  • ადაპტაცია მუდმივად ცვალებად ციფრულ გარემოში

ტექნიკური უნარები:

  • Meta Business Suite, Meta Ads Manager,   Google Analytics-ის და Google Ads-ის ცოდნა

  • მონაცემთა ანალიზის და რეპორტების შექმნის უნარი (Excel, Data Studio)

  • ძირითადი ქოფირაითინგის და კონტენტ მენეჯმენტის უნარ-ჩვევები

ციფრული მარკეტერი - Tech
როგორ დავიწყოთ?
ისწავლე ციფრული მარკეტინგის საფუძვლები
გაეცანი სარეკლამო პლატფორმებს
დაეუფლე Google Ads-ს და Meta Ads-ს
გაიარე SEO-ს კურსები
გამოიყენე Google Analytics პრაქტიკაში
შექმენი და მართე მცირე კამპანიები
იმუშავე საკუთარ პროექტებზე ან გვერდებზე
გაიარე სტაჟირება მარკეტინგის გუნდში
შენთვის საინტერესო კურსები