კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი
IT & DEVELOPMENT
მაღალი მოთხოვნა მოთხოვნა
2000 - 7000 ₾ +
კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი
ვინ არის კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი?
წარმოიდგინე პროფესია, სადაც შენ ხარ კომპანიის ციფრული დაცვის პირველი ხაზი. ყოველი დღე შეიძლება ახალი გამოწვევით დაიწყოს - პაროლის გატეხვა, უცნობი ვირუსის აღმოჩენა ან სისტემაში დაუდგენელი აქტივობის გამოძიება.
კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი ის ადამიანია, ვინც იცავს ორგანიზაციის მონაცემებსა და სისტემებს ჰაკერებისგან, კიბერ შეტევისგან და სხვა საფრთხეებისგან. ეს არის სფერო, სადაც გჭირდება სისწრაფე, ანალიზის უნარი და მუდმივი სწავლა, რადგან მტრები სულ ახალ ინსტრუმენტებს იყენებენ.
თუ გინდა იყო ადამიანი, რომელიც ციფრულ სამყაროში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ეს პროფესია შენთვისაა.
რას აკეთებს კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი?
-
ქსელების და სისტემების მონიტორინგი პოტენციური საფრთხეების გამოსავლენად
-
კიბერ ინციდენტების გამოძიება და პრევენცია
-
უსაფრთხოების დარღვევების ანალიზი და დასკვნების მომზადება
-
საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ზომების მიღება
-
უსაფრთხოების პოლიტიკის და პროტოკოლების დანერგვა
-
გუნდის წევრებთან კომუნიკაცია და რეკომენდაციების წარდგენა
-
უსაფრთხოების ინსტრუმენტების და სისტემების განახლება
-
უსაფრთხოების ინციდენტების მართვა
რა ცოდნას და უნარებს უნდა ფლობდე წარმატებისთვის?
რბილი უნარები:
-
კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
დეტალებზე ორიენტირებულობა -
პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
-
გუნდური მუშაობა
-
კომუნიკაციის და დოკუმენტაციის უნარი
-
სტრატეგიული დაგეგმვა
ტექნიკური უნარები:
-
SIEM სისტემების გამოყენება (Splunk, ELK, ArcSight და სხვ.)
-
ქსელებისა და სისტემების უსაფრთხოების საფუძვლები (TCP/IP, DNS, Firewalls)
-
უსაფრთხოების ანალიზის ინსტრუმენტები (Wireshark და სხვ.)
-
ინციდენტების გამოძიება და უსაფრთხოების ტესტირება
-
სკრიპტინგის ცოდნა (Python, Bash)
-
დაშიფვრისა და კრიპტოგრაფიის პრინციპები
-
ISO 27001 და GDPR კანონმდებლობის ცოდნა




