HR რეკრუტერი

Share.svg
გაუზიარე პროფესია სხვას

გაუზიარე მეგობრებს

მენეჯმენტი

მაღალი მოთხოვნა მოთხოვნა

800 - 3000 ₾ +

HR რეკრუტერი

HR რეკრუტერი

ვინ არის HR რეკრუტერი?

 

HR რეკრუტერი არის პროფესიონალი, რომელიც კომპანიაში პასუხისმგებელია საჭირო თანამშრომლების მოძიებასა და შერჩევაზე. მისი ძირითადი ამოცანაა განამტკიცოს ორგანიზაციის გუნდი მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური პროფესიონალებით, რომლებიც შეესაბამებიან კომპანიის კულტურასა და მიზნებს. რეკრუტერი თანამშრომლებს ეძებს ციფრული პლატფორმების, პროფესიული ქსელებისა და სხვა მრავალი არხის გამოყენებით.

 

მისი სამუშაო პროცესი მოიცავს ვაკანსიების ანალიზს, კანდიდატთა რეზიუმეების შეფასებას, გასაუბრებების ორგანიზებას და კომუნიკაციას როგორც კანდიდატებთან, ასევე კომპანიაში არსებული სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.

 

HR რეკრუტერის მთავარი მიზანია გააიოლოს კადრის შერჩევის პროცესი და შეკრას მიზანსწრაფული გუნდი. მისი პროფესიონალიზმი და უნარები განსაზღვრავენ, თუ რამდენად სწრაფად და ხარისხიანად მოხდება საჭირო კადრების მოზიდვა, რაც პირდაპირ აისახება ორგანიზაციის წარმატებასა და იმიჯზე.

რას აკეთებს HR რეკრუტერი?

  • აანალიზებს ვაკანსიებს და განსაზღვრავს მათზე მოთხოვნებს მენეჯმენტთან თანამშრომლობით

  • ათავსებს ვაკანსიებს სხვადასხვა პლატფორმებზე, სამუშაოს აღწერილობაზე დაყრდნობით

  • იძიებს პოტენციური კანდიდატებს LinkedIn-ის, სამუშაო პორტალების თუ სოციალური მედიის გამოყენებით

  • ატარებს კანდიდატებთან პირველად გასაუბრებას

  • აფასებს კანდიდატების უნარებს, გამოცდილებისა და კომპანიის კულტურასთან თავსებადობის მიხედვით

  • წარდგენს რეკომენდაციებს შერჩეული კანდიდატების შესახებ, მენეჯმენტთან

HR რეკრუტერი - soft

რა ცოდნას და უნარებს უნდა ფლობდე წარმატებისთვის? 

რბილი უნარები:

  • ორგანიზაციული უნარები

  • დეტალებზე ორიენტირება

  • კომუნიკაციის უნარი

  • პრობლემების გადაჭრის უნარი

ტექნიკური უნარები:

  • HRIS და მონაცემთა მართვის სისტემების ცოდნა

  • შრომითი კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა

  • Excel-ის ცოდნა მონაცემთა ანალიზისთვის და რეპორტინგისთვის.

HR რეკრუტერი - Tech
როგორ დავიწყოთ?
გაიარე თემატური კურსები და აითვისე პროფესიისთვის საჭირო თეორიული ცოდნა
ისწავლე დროის ეფექტური მართვა და გამოიმუშავე ორგანიზაციული უნარები
გაეცანი დასაქმების პლატფორმებს და შექმენი ძლიერი პროფესიული LinkedIn პროფილი
დაეუფლე ინტერვიუს წარმართვის ტექნიკებსა და კანდიდატების ობიექტურ შეფასებას
დააგროვე პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება თეორიის რეალურ გარემოში გამოსაყენებლად
შენთვის საინტერესო კურსები