HR მენეჯერი
მენეჯმენტი
მაღალი მოთხოვნა მოთხოვნა
2500 - 15000 ₾ +
HR მენეჯერი
ვინ არის HR მენეჯერი?
წარმოიდგინე პროფესია, რომელიც ადამიანების პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებას ემსახურება - HR მენეჯერი სწორედ ამ პროცესის ლიდერია.
ის ზრუნავს იმაზე, რომ კომპანიაში იყვნენ სწორი ადამიანები, სწორ ადგილას და სწორ დროს. მისი საქმიანობა ეხება, როგორც ახალი ტალანტების მოძიებას და შერჩევას, ასევე მათ განვითარებას, მოტივაციასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას.
HR მენეჯერი არის თანამშრომლებისა და მენეჯმენტის დამაკავშირებელი რგოლი.. ის ქმნის მხარდაჭერისა და ნდობის კულტურას, მართავს სტრატეგიულ პროცესებს და ზრუნავს, რომ თითოეული თანამშრომელი გრძნობდეს თავს მნიშვნელოვნად.
თუ გიყვარს ადამიანებთან მუშაობა, ხარ ორგანიზებული, კომუნიკაბელური და გსურს გქონდეს გავლენა კომპანიის ზრდაზე - HR მენეჯერის პროფესია შენთვისაა.
რას აკეთებს HR მენეჯერი?
აყალიბებს და ახორციელებს HR სტრატეგიას
მართავს შრომით დოკუმენტაციას და უზრუნველყოფს შესაბამისობას კანონმდებლობასთან
მართავს ტალანტების მოზიდვას და შერჩევას
ავითარებს მუშაობის შეფასების და საბონუსე სისტემებს
აორგანიზებს თანამშრომელთა სწავლისა და განვითარების პროგრამებს
აძლიერებს ორგანიზაციულ კულტურას და ზრდის მოტივაციას
იკვლევს შრომის ბაზარს და აკვირდება HR ტენდენციებს
რა ცოდნას და უნარებს უნდა ფლობდე წარმატებისთვის?
რბილი უნარები:
-
ეფექტური კომუნიკაცია
-
ემოციური ინტელექტი
-
კონფლიქტების მართვა
-
პრობლემების გადაჭრის უნარი
-
სწრაფი გადაწყვეტილების მიღება
-
ორგანიზაციული უნარები
ტექნიკური უნარები:
-
HRM პროგრამების ცოდნა
-
თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის მართვა
-
შრომითი კანონმდებლობის ცოდნა
-
Excel-ისა და რეპორტინგის ინსტრუმენტების ფლობა



