აღმოაჩინე შენი მომავლის პროფესია
გაინტერესებს, რომელი პროფესია შეგეფერება? მონიშნე შენი ინტერესები, უნარები, სახელფასო მოლოდინები ინტერაქტიულ ფილტრზე, და ჩვენ გაგაცნობთ პროფესიებს, რომლებიც თანამედროვე ბაზარზე კარიერული განვითარების რეალურ პერსპექტივას ქმნის. გადადგი პირველი ნაბიჯი ახალი პროფესიისკენ, დაიწყე ძიება.
დღის პროფესია - HR რეკრუტერი
HR რეკრუტერი არის პროფესიონალი, რომელიც კომპანიაში პასუხისმგებელია საჭირო თანამშრომლების მოძიებასა და შერჩევაზე. მისი ძირითადი ამოცანაა განამტკიცოს ორგანიზაციის გუნდი მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური პროფესიონალებით, რომლებიც შეესაბამებიან კომპანიის კულტურასა და მიზნებს. რეკრუტერი თანამშრომლებს ეძებს ციფრული პლატფორმების, პროფესიული ქსელებისა და სხვა მრავალი არხის გამოყენებით.