UX/UI დიზაინერი

Share.svg
გაუზიარე პროფესია სხვას

გაუზიარე მეგობრებს

დიზაინი

მაღალი მოთხოვნა მოთხოვნა

1500 - 5500 ₾ +

UX/UI დიზაინერი

UX/UI დიზაინერი

ვინ არის UX/UI დიზაინერი?

წარმოიდგინე, რომ შეგიძლია შექმნა აპლიკაცია ან ვებსაიტი, რომელიც არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურება, არამედ მისი გამოყენება მარტივი და სასიამოვნოა. UX/UI დიზაინერი სწორედ ის ადამიანია, ვინც აერთიანებს კრეატიულობასა და ანალიტიკას, რომ პროდუქტს ჰქონდეს მაღალი ინტერაქტიულობა და მომხმარებლისთვის პოზიტიურ გამოცდილებას ქმნიდეს.

ეს პროფესია გაძლევს შესაძლებლობას უშუალოდ გქონდეს გავლენა ადამიანების ყოველდღიურობაზე - გახადო მათი ციფრული ცხოვრება უფრო მარტივი და კომფორტული. თუ გსურს შენი დიზაინით მილიონობით მომხმარებელს გაუმარტივო ციფრული პროდუქტების გამოყენება, UX/UI დიზაინი იდეალური პროფესიაა.

 

რას აკეთებს UX/UI დიზაინერი?

  • მომხმარებლის საჭიროებების, პრობლემებისა და პრეფერენციების შესწავლა კვლევებით და ანალიზით
  • ვებგვერდებისა და აპლიკაციების Wireframe-ებისა და პროტოტიპების შექმნა
  • ინტერფეისის ვიზუალური კომპონენტების დიზაინი (ღილაკები, აიქონები, ფერები, ფონტები და სხვ.)
  • მარტივი და ინტუიციური ინტერფეისის უზრუნველყოფა
  • მომხმარებლების ტესტირება და შედეგების ანალიზი
  • დიზაინის ადაპტირება სხვადასხვა მოწყობილობებზე (მობილური, ტაბლეტი, დესკტოპი)
  • დიზაინის შესაბამისობა კომპანიის ბიზნეს და მარკეტინგულ მიზნებთან
  • გუნდთან მუდმივი თანამშრომლობა და პროცესის მონიტორინგი
UX/UI დიზაინერი - soft

რა ცოდნას და უნარებს უნდა ფლობდე წარმატებისთვის?

რბილი უნარები:

  • კომუნიკაციის უნარი
  • პრობლემების გადაჭრის უნარები
  • გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა
  • ცნობისმოყვარეობა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • დროის მართვა
  • კრიტიკული აზროვნება

ტექნიკური უნარები:

  • UX/UI დიზაინის პროგრამები (Figma)
  • გრაფიკული დიზაინის ინსტრუმენტები (Photoshop, Illustrator)
  • პროტოტიპირების ინსტრუმენტები (ProtoPie, Framer)
  • HTML/CSS საბაზისო ცოდნა
  • მომხმარებლის გამოცდილების კვლევის მეთოდოლოგიები
  • ინფორმაციის არქიტექტურა და დიზაინის სისტემები
UX/UI დიზაინერი - Tech
როგორ დავიწყოთ?
შეისწავლე UX/UI დიზაინის საფუძვლები
აითვისე დიზაინის ინსტრუმენტები (Figma, Adobe Suite, პროტოტიპირების პროგრამები)
შექმენი პორტფოლიო მცირე პროექტებით
დააგროვე გამოცდილება სტაჟირებით ან ფრილანს პროექტებით
შენთვის საინტერესო კურსები
ინფორმაცია ბოლოს დარედაქტირდა: 18 დეკემბერი, 2025