Front-End დეველოპერი

Share.svg
გაუზიარე პროფესია სხვას

გაუზიარე მეგობრებს

IT & DEVELOPMENT

მაღალი მოთხოვნა მოთხოვნა

500 - 6000 ₾ +

Front-End დეველოპერი

Front-End დეველოპერი

ვინ არის Front-End დეველოპერი?

წარმოიდგინე ვებსაიტი, რომელიც არამხოლოდ ლამაზად გამოიყურება, არამედ მუშაობს ზუსტად ისე, როგორც უნდა მუშაობდეს - სწრაფად, ინტუიციურად და ყველა მოწყობილობაზე. სწორედ ამ ყველაფრის უკან დგას Front-End დეველოპერი - ის ქმნის ვებსაიტის იმ მხარეს, რასაც მომხმარებელი ხედავს და იყენებს.

ეს პროფესია აერთიანებს დიზაინის და ტექნიკურ უნარებს. შენ, დიზაინერთან ერთად, აყალიბებ ვიზუალურ სტრუქტურას, ამატებ ინტერაქტიულ ფუნქციებს და ზრუნავ იმაზე, რომ ვებსაიტი მუშაობდეს შეუფერხებლად ყველა ბრაუზერზე და ყველა ზომის ეკრანზე.

თუ გიყვარს ლოგიკური ამოცანების გადაჭრა, შეგიძლია ტექნიკური დეტალების და ვიზუალური ელემენტების შეთავსება და გსურს შენი კოდი რეალურ პროდუქტად აქციო - Front-End დეველოპმენტი შეიძლება სწორედ ის იყოს, სადაც შენს უნარებს საუკეთესოდ გამოიყენებ.

Front-End დეველოპერი - soft

რა ცოდნას და უნარებს უნდა ფლობდე წარმატებისთვის?

რბილი უნარები:

  • კრიტიკული და კრეატიული აზროვნება
     

  • დეტალებზე ორიენტირებულობა
     

  • პრობლემების გადაჭრის უნარი
     

  • ეფექტური კომუნიკაცია გუნდთან და დიზაინერებთან
     

  • დროის მართვა და ორგანიზებულობა

ტექნიკური უნარები:

  • HTML, CSS, JavaScript
     

  • React.js, Vue.js ან Angular
     

  • Git და GitHub
     

  • Webpack, Vite, npm
     

  • CSS პრეპროცესორები: Sass ან LESS
     

  • UX/UI პრინციპების ცოდნა
     

  • API ინტეგრაციის საფუძვლები
     

ტესტირების ხელსაწყოები: Jest, Cypress

Front-End დეველოპერი - Tech
როგორ დავიწყოთ?
დაიწყე HTML, CSS და JavaScript-ის შესწავლით
აირჩიე ერთი JavaScript ჩარჩო (მაგ. React) და დაიწყე პრაქტიკული ვარჯიში
შექმენი პორტფოლიო: პატარა ვებსაიტები, ლენდინგები ან აპლიკაციები
ეძებე სტაჟირება ან სამოყვარულო, სატესტო პროექტები
შენთვის საინტერესო კურსები