iOS დეველოპერი
IT & DEVELOPMENT
სტაბილური მოთხოვნა მოთხოვნა
500 - 8000 ₾ +
iOS დეველოპერი
ვინ არის iOS დეველოპერი?
iOS დეველოპერი არის ადამიანი, რომელიც ქმნის, ტესტავს და აუმჯობესებს მობილურ აპლიკაციებს Apple-ის iOS პლატფორმისთვის. მისი მიზანია, შეიმუშაოს მომხმარებელზე ორიენტირებული, ფუნქციური და ტექნიკურად გამართული აპლიკაციები. ის იღებს მონაწილეობას როგორც აპლიკაციის დაგეგმვის, ასევე მისი რეალიზაციისა და შემდგომი განვითარება-დახვეწის პროცესებში.
დეველოპერი მუშაობს ისეთ პროგრამულ ენებთან, როგორიცაა Swift და Objective-C. მისი ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს როგორც კოდის წერას, ისე აპლიკაციის დიზაინის გუნდთან თანამშრომლობას, რათა საბოლოო შედეგი იყოს არა მხოლოდ ტექნიკურად გამართული, არამედ ვიზუალურად მიმზიდველი და მომხმარებლისთვის იოლად გამოსაყენებელი. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია ტესტირება და შეცდომების დროული გამოსწორება, რაც უზრუნველყოფს აპლიკაციის სტაბილურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას.
iOS დეველოპერის პროფესია მუდმივად ცვალებად ტექნოლოგიურ გარემოში მუშაობას და ახალი ტრენდების სწრაფად ათვისებას საჭიროებს. დეველოპერმა უნდა იცოდეს, როგორ მოერგოს ახალ სტანდარტებს და როგორ გამოიყენოს ახალი შესაძლებლობები ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად. პროფესიონალი დეველოპერი ერთდროულად არის კომპეტენტური, კრეატიული და სტრატეგიული ხედვის მქონე სპეციალისტი.
რას აკეთებს iOS დეველოპერი?
-
ქმნის iOS აპლიკაციების დიზაინს
-
ევალება მომხმარებლის ინტერფეისის (UI) და გამოცდილების (UX) გაუმჯობესება
-
იცავს Apple-ის განვითარების სტანდარტებს (Human Interface Guidelines)
-
ხელს უწყობს API-ებთან და სერვერებთან ინტეგრაციას
-
ტესტავს კოდს
-
აუმჯობესებს არქიტექტურისა და დიზაინ პატერნების გამოყენების ხარისხს
-
ევალება პარალელური პროცესების სწორი მენეჯმენტი
-
აახლებს iOS აპლიკაციებს
-
ეძებს პრობლემებს და ცდილობს მათ გამოსწორებას (Debugging)
-
ათავსებს აპლიკაციას App Store-ში და ასრულებს მასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს
რა ცოდნას და უნარებს უნდა ფლობდე წარმატებისთვის?
რბილი უნარები:
-
კრეატიული და სტრატეგიული აზროვნება
-
დეტალებზე ორიენტირებულობა
-
პრობლემების გადაჭრის უნარი
-
დროის მართვა და ორგანიზაციული უნარები
-
გუნდური მუშაობის უნარი
ტექნიკური უნარები:
-
Swift პროგრამირების ენის ცოდნა
-
iOS SDK და Xcode-ის ფლობა
-
iOS Framework-ების ცოდნა (Foundation, UIKit, SwiftUI, Core Animation etc.)
-
RESTful API-ებთან ინტეგრაციის ცოდნა
-
Git და ვერსიის კონტროლის სისტემების ფლობა
-
Unit Testing და UI Testing-ის უნარები
-
კოდის სტანდარტების დაცვა და რეფაქტორინგის უნარი
-
App Store-ზე განთავსების პროცედურების ცოდნა



